აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდება.
„ისინი ნატოს ნაწილი არ იქნებიან, მაგრამ ჩვენ გვყავს ევროპული ქვეყნები, რომლებიც ფრონტზე განლაგდებიან და ზოგიერთ მათგანს - საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს - იქ ჯარისკაცების გაგზავნა სურთ. გულწრფელად რომ გითხრათ, არ მგონია, რომ ეს პრობლემა იყოს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.