ვიდრე სალომე ზურაბიშვილი ამ საუბრებიდან არ გადავა ქმედებაზე, არ გაათავისუფლებს ნიკა გვარამიას, მე მას ჩავთვლი ერთი მსახიობის თეატრის წარმომადგენლად, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი სტრატეგიულ საკითხებში ბიძინა ივანიშვილის მოკავშირეა.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ ვფიქრობთ, რომ ორკესტრირებულები არიან „ქართული ოცნება“ და სალომე ზურაბიშვილი. ტაქტიკურ საკითხებზე შეიძლება ჰქონდეს უთანხმოება ღარიბაშვილთან და კობახიძესთან, მაგრამ სტრატეგიულ საკითხებში მთავარი მოკავშირეა ბიძინა ივანიშვილის. ვიდრე სალომე ზურაბიშვილი ამ საუბრებიდან არ გადავა ქმედებაზე, არ გაათავისუფლებს ნიკა გვარამიას, მე მას ჩავთვლი ერთი მსახიობის თეატრის წარმომადგენლად, რადგან ყველა სტრატეგიულ საკითხზე არის ბიძინას მოკავშირე. მე არ მინახავს სალომე ზურაბიშვილი ემიჯნებოდეს ივანიშვილის ქმედებებს და რასაც აკეთებ კობახიძე, იმას აკეთებს ბიძინა, რადგან კობახიძე ბიძინას გარეშე არ წარმოადგენს არაფერს. მე არ მჯერა პრეზიდენტის“, - განაცხადა მანჯგალაძემ.