მიხეილ სააკაშვილი პირადად ხვდებოდა ლარსის გამშვებ პუნქტთან რუს ტურისტებს - მათ როგორც აწყობთ, ისე აბამენ ქოთანს სახელურს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.
„მათ როგორც აწყობთ, ისე აბამენ ქოთანს სახელურს. მიხეილ სააკაშვილი პირადად ხვდებოდა ლარსის გამშვებ პუნქტთან რუს ტურისტებს და ამბობდა, რომ რუსული ბიზნესი უნდა იყოს საქართველოში. ელენე ხოშტარია როდესაც მინისტრის მოადგილე იყო, ამბობდა, რომ ძალიან კარგია, თუ რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები გაიზრდება და რუსი ტურისტები საქართველოში შემოვლენ. დღეს ეს აღარ სჭირდებათ, იმიტომ რომ საქართველოში დაძაბულობას ქმნის მხოლოდ რაღაც რუსული პოლიტიკური სარჩულის მოკიდება“, - აცხადებს ქადაგიძე.