კარტოფილის ტორტი შებოლილი ყველით და ძეხვით

კარტოფილის ტორტი შებოლილი ყველით და ძეხვით

მოვხარშოთ კარტოფილი კანიანად. გავფცქვნათ ჯერ კიდე ცხელი კარტოფილი. დავამატოთ რძე და კარაქი, კარგათ ამოვლესოთ. დავამატოთ კვერცხის გულები. კვერცხის ცილები გავთქვიფოთ და ისე დავამატოთ ამოლესილ კარტოფილს. მარილი და  პილპილი ვუქნათ გემოვნებით. დავჭრათ კუბიკებად ყველი და შეურიოთ კარტოფილის მასას.

კარაქმოსმულ ყალიბში ჩავდოთ კარტოფილის მასის ნახევარი პორცია და  თანაბრათ გავანაწილოთ. დაჭრილი ძეხვი გავანაწილოთ კარტოფილის ზემოდან.

დავადოთ მეორე ნახევარი კარტოფილის მასაც, გავასწოროთ და მოვაყაროთ ზემოდან საფანელი (დაფქვილი “სუხარი“). თუ გვაქვს ყველი პარმეჯანო, ისიც შეგვიძლია მოვაყაროთ ზემოდან.

სულ ბოლოს, კერძი შევდგათ რუმელში 180 გრადუსზე და დავაწითლოთ 1 საათის განმავლობაში.

ინგრედიენტები:

1,5 კგ. კარტოფილი,

150 მლ. რძე,

80-100 გრ. კარაქი,

2 ცალი კვერცხი,

400 გრ. შებოლილი ყველი,

300 გრამი ძეხვი ან შაშხი,

საფანელი,

პილპილი და მარილი გემოვნებით.

მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: საფერავი.

perfectcook.org