ოქროს გლობუსისა” და კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს “ოსკარის” მფლობელი ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი და ჰუმანიტარი ანჯელინა ჯოლი უკვე წლებია, რაც პრიორიტეტულ საქმიანობად ადამიანების უფლებების დაცვლას მიიჩნევს, ის გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისიასთან 2001 წლიდან თანამშრომლობს, გაწეული საქმიანობისთვის კი არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული.
ანჯელინას საქმიანობა მრავალფეროვანია. მან წელს ბავშვებისთვის წიგნიც დაწერა, ჰუმანიტარული საქმიანობის პარალელურად კი სამკაულების საკუთარი ხაზი შექმნა.
ამჯერად ოსკაროსანმა მსახიობმა განაცხადა, რომ ის გეგმავს “ატელიე ჯოლის” გაკეთებას, სადაც ადამიანები შეძლებენ საკუთარი დიზაინით ნებისმიერი სამოსის შექმნას. საზოგადოებას ატელიეში შეეძლება ძველი სამოსის მიტანა და შემდეგ მისი გადამუშავება.