ექსპერტები: “ქეით მიდლტონის პიროვნება უფრო ძლიერია, ვიდრე პრინცი უილიამის”

ექსპერტები: “ქეით მიდლტონის პიროვნება უფრო ძლიერია, ვიდრე პრინცი უილიამის”

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა Marie Claire ავრცელებს ბრიტანელი და ამერიკელი ექსპერტების ახალ დასკვნას, სადაც საუბარია იმაზე, რომ ქეით მიდლტონის პიროვნული მახასიათებლები უფრო ძლიერია, ვიდრე მისი მეუღლის, პრინცი უილიამის. სხეულის ენის ექსპერტების თქმით, ქეითის ქცევებში, საუბარსა და მანერებში იგრძნობა თავდაჯერებულობა და საკუთარი აზრის სიმძაფრე, რაც პრინცი უილიამის ქცევებში შედარებით იშვიათად არის შესამჩნევი.

“ქეითი ისეთიგე დავდაჯერებულია მარტო, როგორიც ის არის ხოლმე პრინც უილიამთან ერთად. მას არ სჭირდება გვერდით პრინცი, რომ თავი ძლევამოსილად იგრძნოს, მასში იგრძნობა თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა. მას ყოველთვის კარგი კონტაქტი აქვს მოსაუბრეებთან და არასდროს არის დაძაბული, რამაც შეიძლება მისი საუბარი ადამიანებმა ეჭვში შეიტანონ. ქეითის სხეულის ენა იდეალურად მუშაობს” – ნათქვამია ახალ განცხადებაში.