პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი ქორწინების 5 წლის იუბილეს აღნიშნავენ.
სამეფო კარის რიგით მეექვსე მემკვიდრე და ამერიკელი მსახიობი მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ წყვილად ჯერ უინძორების სასახლეში გამართული სამეფო ქორწილის, მოგვიანებით კი სამეფო ოჯახის უფროსი წევრების მხრიდან წნეხის მოტივით, პრივილეგიებზე უარის თქმისა და კანადაში გადასვლის შემდეგ იქცნენ.
წყვილის მიმართ ინტერესი კი იმდენად დიდია, რომ ორი დღის წინ ნიუ-იორკში, პაპარაცების დევნის გამო, ისინი ლამის ავარიაში მოხვდნენ.