საქპატენტის თავმჯდომარე: აუდიტის ჩატარებას წინ უძღოდა ერთი ავტორის მხრიდან გაჟღერებული პრეტენზია საავტორო უფლებათა ასოციაციაში არსებულ დარღვევებზე

საქპატენტის თავმჯდომარე: აუდიტის ჩატარებას წინ უძღოდა ერთი ავტორის მხრიდან გაჟღერებული პრეტენზია საავტორო უფლებათა ასოციაციაში არსებულ დარღვევებზე

აუდიტის ჩატარებას წინ უძღოდა ერთი ავტორის მხრიდან გაჟღერებული პრეტენზია ასოციაციაში არსებულ დარღვევებზე. კერძოდ, ავტორები ხშირად მიუთითებდნენ, რომ ჰონორარებზე განაწილება არ ხდებოდა გამჭვირვალედ და სამართლიანად, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქპატენტის თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგებზე საუბრისას განაცხადა

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ რომ აუდიტი ჩაგვეტარებინა. შეგვეძლო, რომ უშუალოდ საქპატენტს შეემოწმებინა ეს ინფორმაცია, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო, რომ შემდგომში ავტორებისთვისა და საზოგადოებისთვის ეს დოკუმენტი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ყოფილიყო, ამიტომ ჩვენ გამოვაცხადეთ ელექტრონული ტენდერი და ტენდერის გზით გამარჯვებულმა კომპანიამ ჩაატარა აუდიტი, რომლის შედეგები ჯერ პარლამენტსა და დღეს უკვე საზოგადოებას მივაწოდეთ“, - აღნიშნა სოსო გიორგაძემ.

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგები ცნობილია.