პაპარაცების მხრიდან დევნის გამო, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი კინაღამ ავარიაში მოჰყვნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ინციდენტი მოხდა მას შემდეგ, რაც მათ სამშაბათს ღამით დატოვეს ფონდი ქალებისთვის, სადაც მეგან მარკლი დააჯილდოვეს.
„წუხელ, სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია და ქალბატონი რაგლანდი [მეგან მარკლის დედა] ავტომობილით თითქმის კატასტროფული დევნის სამიზნე გახდნენ“, - განაცხადა წყვილის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
„ეს დევნა, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, მოიცავდა რამდენიმე შეჯახებას, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვა მძღოლები გზაზე, ფეხით მოსიარულეები და ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ორი ოფიცერი“, - აღნიშნა მან.
წყვილის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დევნა შესაძლოა საბედისწერო ყოფილიყო.
„მიუხედავად იმისა, რომ საზოგადო მოღვაწეობას თან ახლავს საზოგადოების ინტერესის დონე, ეს არასდროს უნდა მოხდეს ვინმეს უსაფრთხოების ფასად“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.