არნოლდ შვარცენეგერის თქმით, ის ტერმინატორის როლს აღარ დაუბრუნდება. ამის შესახებ მსახიობმა The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, შვარცენეგერმა აღნიშნა, რომ ისტორია მანქანების ამბოხის შესახებ გაგრძელდება, თუმცა უკვე მის გარეშე.
„ფრანშიზა არ დასრულებულა, მე კი მოვრჩი. მკაფიოდ გავიგონე, რომ მსოფლიოს სურს სხვა თემები ნახოს, როდესაც საქმე „ტერმინატორს“ ეხება. ვიღაცამ დიდებული იდეა უნდა წარადგინოს. ჩემი წარმატება დიდწილად „ტერმინატორის“ დამსახურებაა და ყოველთვის დიდი სითბოთი გავიხსენებ. პირველი სამი ფილმი შესანიშნავი იყო. მეოთხეში არ ვმონაწილეობდი, რადგან მაშინ კალიფორნიის გუბერნატორი ვიყავი. თავიდანვე ვიცოდით, რომ მეხუთე და მეექვსე ფილმები დიდ წარმატებას ვერ მოიპოვებდა, რადგან მათ კარგი სცენარი არ ჰქონდათ“, - აღიარა შვარცენეგერმა.
პირველი „ტერმინატორი“ 1984 წელს გამოვიდა. მძაფრსიუჟეტიან ფანტასტიკურ ფილმში მთავარო როლი არნოლდ შვარცენეგერმა შეასრულა. სურათის რეჟისორი და სცენარის თანაავტორი ჯეიმს კამერონი იყო.