ერთის მხრივ პასუხისმგებლობაა, როდესაც პოლიტიკოსი ხმას აძლევს რაღაცას, მერე გაუგებრობას ეძახის ამას, დარბაზიდან გადის და ამ პასუხისმგებლობის სხვაზე დაკისრებას იწყებს,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მისი სურვილის მიუხედავად პროცესის განმავლობაში მოლაპარაკებები არცერთ ეტაპზე შედგა.
„ერთის მხრივ პასუხისმგებლობაა, როდესაც პოლიტიკოსი ხმას აძლევს რაღაცას და მერე გაუგებრობას ეძახის ამას, დარბაზიდან გადის და მერე ამ პასუხისმგებლობის სხვაზე დაკისრებას იწყებს. მე მთელი პროცესის განმავლობაში ვითხოვდი მოლაპარაკებებს, რაც არ შედგა არცერთ ეტაპზე. როგორც იცის მაყურებელმა, ბატონმა მდინარაძემ არ ჩათვალა კონსულტაციები საჭიროდ“,-განაცხადა სამნიძემ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამი არამოსამართლე წევრი აირჩია. ტრისტან ბენაშვილმა, გიორგი გზობავამ და ზურაბ გურასპაშვილმა 90-ზე მეტი ხმა მიიღეს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან მხოლოდ სამი ვაკანსია შეივსო. კენჭისყრაში ხუთმა ოპოზიციონერმა მიიღო მონაწილეობა.