კელი დეგნანი - მნიშვნელოვანი კითხვაა, რატომ უკეთებს პუტინი შეთავაზებებს საქართველოს ახლა, რადგან ვიცით, რომ პუტინი არაფერს იძლევა საფასურის გარეშე

კელი დეგნანი - მნიშვნელოვანი კითხვაა, რატომ უკეთებს პუტინი შეთავაზებებს საქართველოს ახლა, რადგან ვიცით, რომ პუტინი არაფერს იძლევა საფასურის გარეშე

„ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მისი რვა მოქალაქე ჰყავს დაკავებული რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს სამხრეთ ოსეთში, განაგრძობს რუსეთის ზეწოლის ქვეშ ყოფნას, ფრთხილად უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, რაც ჰგავს რუსეთის მიერ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობას.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანი კითხვაა, რატომ? რატომ ახლა? რატომ უკეთებს პუტინი ახლა ამ დათმობებსა და შეთავაზებებს საქართველოს. რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს ამისთვის, პირდაპირი ფრენებისთვის, სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის, ამ სარკინიგზო ხაზის პოტენციური აღდგენით, რომელიც დააკავშირებს საქართველოს რუსეთთან, აფხაზეთის საშუალებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები, რადგან ჩვენ ვიცით, რომ პუტინი არაფერს იძლევა საფასურის დაკისრების გარეშე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ცუგო- ... და თქვენ რას აძლევთ საქართველოს? უვიზო რეჟიმი, ვაჭრობა, პირდაპირი ფრენები... ამ მხრივ რაიმე შეიცვალა? არაფერი!
მხოლოდ მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება გაზარდეთ მხოლოდ, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობენ. ეს ძალიან მარტივად იშიფრება და ნუ გვატყუებთ!
p. s. რუსეთიდან არ ვფინანსდები:))) , მძულს ყველა ომის გაჩაღებული!
2 წლის უკან