მე პირადად აბსოლუტურად არ მაინტერესებს რას აკეთებს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იმიტომ, რომ ვიცი არაფერს აკეთებს - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, კობა ნაყოფიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი, პირდაპირ გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორები - ქვეყანაში გყავთ პოლიტპატიმრები, ციხეში გიზით მედიამენეჯერი, რომ ყოვლად დაუშვებელია რომ ის არის პოლიტპატიმარი და ამ დროს რას შვრება ქვეყნის პრეზიდენტი? ქვეყნის პრეზიდენტი რაღაც იმედებით კვებას მოსახლეობას. ჩემი აზრით თავისი თავის აქტუალიზაციას ახდენს, როდესაც ნიკა გვარამიას საქმეზე იწყებს რაღაც მინიშნებების გაკეთებას. მე პირადად აბსოლუტურად არ მაინტერესებს რას აკეთებს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იმიტომ, რომ ვიცი არაფერს აკეთებს. რატომ უნდა მახსოვდეს საერთოდ, მაგრამ ნებსით თუ უნებლიეთ ჩემი მეგობრები რომ დაიწყებენ საუბარს, რომ შეიძლება ნიკა გვარამია შეიწყალოს, ამიტომ გვახსენდება რომ ასეთი პრეზიდენტი ზოგადად არსებობს“- აცხადებს კობა ნაყოფია.