პაატა მანჯგალაძე: რუსეთი ჩვენგან ითხოვდა, ევროპისგან  დისტანცირება მოგვეხდინა - რატომ იზრდება დამოკიდებულება რუსეთზე, რამდენი თეთრი ღირს თავისუფლება?

პაატა მანჯგალაძე: რუსეთი ჩვენგან ითხოვდა, ევროპისგან  დისტანცირება მოგვეხდინა - რატომ იზრდება დამოკიდებულება რუსეთზე, რამდენი თეთრი ღირს თავისუფლება?

სახელმწიფოს თავისუფლება არ არსებობს ეკონომიკური თავისუფლების გარეშე , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც პაატა მანჯგალაძემ რუსეთთან ფრენების აღდგენის კონტექტსტში აღნიშნა, რუსეთი საქართველოსგან დამოუკიდებელ საგარეო კურსზე უარის თქმას და ევროპისგან დისტანცირებას ითხოვდა და სწორედ ეს მოტივი უძღოდა ფრენების აღდგენასაც.

„ავხსნათ თუ რა პოლიტიკური მოტივი უძღოდა წინ რუსეთთან ფრენების აღდგენას და სავიზო რეჟიმის გაუქმებას. რუსეთი ჩვენგან ითხოვდა დამოუკიდებელ საგარეო კურსზე გვეთქვა უარი და ევროპისგან დისტანცირება მოგვეხდინა. „ქართულ ოცნებისთვის“ ბოლო ხელის ჩამომრთმევი „ევროპელი სოციალისტები“ იყვნენ და ამ ბანაკსაც გაემიჯნნენ, ყველაზე მარგინალი, ვინც არის - ორბანთან მივიდნენ. კანდიდატის სტატუსის მიღების წინ, ყველაზე მარგინალი იპოვეს ორბანის სახით და ახლა მასთან დაიწყეს ურთიერთობა, ბუნებრივია „ევროპელ სოციალისტებთან“ ვეღარ გააგრძელებდნენ ურთიერთობას.

ამასთან, რუსეთი სთხოვდა, რომ პროდასავლური და ლიბერალური ღირებულების ქვეყანა კი არ უნდა ვაშენოთ, არამედ ის რაც არის რუსეთის ნარატივი - ანტიდასავლური.

სახელმწიფოს თავისუფლება არ არსებობს ეკონომიკური თავისუფლების გარეშე, რაც უფრო დამოკიდებული ხარ სხვა ქვეყნებზე უფრო ნაკლებია შენი თავისუფლების ხარისხი. რატომ იზრდება ენერგო დამოკიდებულება რუსეთზე? რატომ გაზარდეს ხორბალზე, წიწიბურაზე და სხვა პროდუქტებზე რუსეთზე დამოკიდებულება? არგუმენტი აქვთ რომ თურმე 3 თეთრით არის იაფი. 3 თეთრად გვიღირს თავისუფლება? რამდენი თეთრი ღირს თავისუფლება?“, - განაცხადა მანჯგალაძემ.