მამუკა მდინარაძე: გიორგი ვაშაძეს არაფერში გააჩნია წითელი ზღვარი, რასაც არ იკადრებს

მამუკა მდინარაძე: გიორგი ვაშაძეს არაფერში გააჩნია წითელი ზღვარი, რასაც არ იკადრებს

გიორგი ვაშაძეს არაფერში გააჩნია წითელი ზღვარი, რასაც არ იკადრებს. ყველაფერს კადრულობს, რომ თავისი გადაფაროს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარადოქსია ის ფაქტი, რომ „ქოლცენტრების საქმის“ გამოძიებას ითხოვენ ის ადამიანები, ვინც ეჭვმიტანილები არიან ამავე საქმეში.

„გიორგი ვაშაძე არის ყველაზე დიდი მკადრებელი ამ ქვეყანაში. რაც გინდათ დაავალეთ, ნებისმიერ რამეს იკადრებს, არ აქვს არანაირი პრობლემა. „ნაცმოძრაობაში“ არიან ადამიანები, რომლებიც სრულ ნარატივს მისდევენ თავიდან ბოლომდე, აგერ ჟურნალისტებიც არიან, რომლებიც ნარატივს მისდევენ, მაგრამ რაღაცებს არ კადრულობენ ხომ?! რაღაც არის წითელი ხაზი, რასაც არ იკადრებს არც „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიის ჟურნალისტი და არც წარმომადგენელი. მათაც კი აქვთ რაღაც ზღვარი. გიორგი ვაშაძეს ეს ზღვარი ბუნებაში, გონებაში არაფერში გააჩნია და ყველაფერს კადრულობს, რომ თავისი გადაფაროს. „ქოლცენტრების საქმეში“ ის არის ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი. ზოგადად, ის არის მთავარი ეჭვმიტანილი ამ საქმეში და ცდილობს, რომ გაღმა სხვა რაღაცები დაამტკიცოს და ყველაზე დიდი პარადოქსი არის ის, რომ ეჭვმიტანილები ითხოვენ ჩვენ გამოგვაძიებინეთ ეს საქმეო. ვისკენაც კვალი მიდის, ეს მედიასაშუალების წარმომადგენელი იქნება, პოლიტიკოსი თუ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ერთ-ერთი მყარი ვერსიის თანახმად გარეული იყო ამ საქმეში, ის ხალხი ითხოვს, რომ მათ გამოიძიონ ეს საქმე. გახარიას გუნდი ითხოვს ამ კომისიის შექმნას, თითქოს ისინი უფრო მაგრები არიან, ვიდრე ქართველი და გერმანელი სამართალდამცველები ერთად უფრო მაგრად გამოიძიებენ ამ საქმეს. თან ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების გარეშე შეუძლებელი იყო, მაშინ, როდესაც დროში ემთხვევა გახარიას შს მინისტრობა ამ ქოლცენტრების შექმნა და გაფურჩქნა - მის პრემიერობას“, - აღნიშნა მდინარაძემ.