იაგო ხვიჩია: მგონია, რომ ევროპული გზა არ არის ისეთი პრიმიტიული, რომ მარტო გვარამიას გათავისუფლებაზე გადიოდეს

იაგო ხვიჩია: მგონია, რომ ევროპული გზა არ არის ისეთი პრიმიტიული, რომ მარტო გვარამიას გათავისუფლებაზე გადიოდეს

ევროპული გზა თუ გვარამიას თავისუფლებაზე გადის და ამის გჯერა, მაშინ ყველაფერს უნდა აკეთებდე იმისთვის, რომ ევროპულ გზას მიაღწიო, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მე მგონია, რომ ევროპული გზა არ არის ისეთი პრიმიტიული, რომ მარტო გვარამიას გათავისუფლებაზე გადიოდეს, კიდევ ბევრი რამე გასაკეთებელი ამისთვის“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

დღეს ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ , რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ნიკა გვარამიას პატიმრობა შეეფარდა. მხარდამჭერები და მეგობარი პოლიტიკოსები მის გათავისუფლებას ითხოვენ. ამბობენ , რომ საქართველოს ევროპული გზა ნიკა გვარამიას პატიმრობიდან გათავისუფლებაზე გადის.