ბიონსეს „რენესანსის“ მსოფლიო ტურნემ შესაძლოა, მომღერალს $2 მილიარდზე მეტის გამომუშავების საშუალება მისცეს. ამას ბილეთების მყიდველი გულშემატკივრების დიდი რაოდენობა და მისი მაღალი საშუალო ფასი, დაახლოებით $700 განაპირობებს.
ცნობისთვის, ბიონსეს ბოლო ალბომის სახელწოდების მქონე „რენესანსის“ მსოფლიო ტურნე, ჯამში ათი ქალაქის კოლეჯისა და უნივერსიტეტის სტუდენტებს სტიპენდიებით უზრუნველყოფს. გასულ წელს გამოშვებული „რენესანსი“ მომღერლის რიგით მეშვიდე სტუდიური ალბომია. თებერვალში ბიონსე ყველაზე მეტი გრემის მფლობელი შემსრულებელი გახდა. გრემის 65-ე დაჯილდოებაზე მომღერალმა 32-ე გრემის მოპოვებით რეკორდი დაამყარა.
უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში მომღერლის პირველი მსოფლიო ტური სტოკჰოლმში, 10 მაისს დაიწყება. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში ბიონსეს რამდენიმე კონცერტი აქვს ჩანიშნული, მათ შორის ერთ-ერთი ლონდონში, „ტოტენჰემ ჰოტსბურის“ სტადიონზე.