იაგო ხვიჩია: „ნაცმოძრაობის“ ვერტიკალი ისევ იგივე ხდება, რაც ადრე იყო

იაგო ხვიჩია: „ნაცმოძრაობის“ ვერტიკალი ისევ იგივე ხდება, რაც ადრე იყო

„ნაცმოძრაობის“ ვერტიკალი ისევ იგივე ხდება, რაც ადრე იყო. არავის ეს არ გაუკვირდება - გასაკვირი უფრო ის იქნებოდა, სხვანაირად რომ მომხდარიყო, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„იქნება ეს კეზერაშვილი, მერაბიშვილი თუ ადეიშვილი, ისინი „ნაცმოძრაობის“ წევრები არიან. შეიძლება ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას ან „ქართული ოცნებას“ ისინი არ მოსწონს, მაგრამ ისინი ყოველთვის იყვნენ ამ პარტიის წევრები და არაფერია გასაკვირი იმაში არაა, რომ მათ „ნაცმოძრაობა“ დაიბრუნონ“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარტიის მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. როგორც მელიამ აღნიშნა, პარტია იმართება არაფორმალურად და ეს არის ძირეული პრობლემა