ლევან სამუშია: რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენა ძალიან მძიმე გავლენას მოახდენს - სამარცხვინოა პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები, რომლებიც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს მადლობას ეუბნებიან

ლევან სამუშია: რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენა ძალიან მძიმე გავლენას მოახდენს - სამარცხვინოა პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები, რომლებიც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს მადლობას ეუბნებიან

სამარცხვინოა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები, რომლებიც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს და ქართველების სისხლში ხელის გამთხვრელ ადამიანს მადლობას ეუბნებიან და დადებითად აფასებენ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებაში, - ამის შესახებ პარტია „ლელო - საქართველოსთვის” წევრმა ლევან სამუშიამ რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები თანხმდებიან, რომ ქვეყანას ერთადერთი მტერი ჰყავს რუსეთის სახით.

„ხალხნო, ამაზე არ სჭირდება პოლიტიკოსის. ოპოზიციისა და პოზიციის შეფასება. ამაზე ყველა, საქართველოს მოქალაქე ვთანხმდებით, რომ ჩვენს ქვეყანას ერთადერთი მტერი ჰყავს, ეს არის რუსეთის ფედერაცია და მისი პრეზიდენტი, რომელმაც წარმოუდგენელი რამ დაატრიალა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მთავრობა დღეს მადლობას უხდის ამ ადამიანს და ნუ, რაზე უნდა ვილაპარაკოთ?! ამაზე შეფასებაც კი არ შეიძლება“, - აღნიშნა სამუშიამ.

პარტია „ლელო საქართველოსთვის” წევრის თქმით, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენა „ძალიან მძიმე გავლენას მოახდენს“ და „ჩვენი დასავლელი პარტნიორები პირდაპირ გვეუბნებიან ამასთან დაკავშირებით“.

ამასთან, სამუშიას თქმით, დასავლეთი იარაღს აწვდის და ეხმარება უკრაინას იმაში, რომ ფაშიზმი დამარცხდეს ევროპაში, მსოფლიოში და ეს ფაშიზმი არის რუსული.

გარდა ამისა, სამუშიამ აღნიშნა, რომ აშშ, ევროპა და სრულიად დასავლური სამყარო ყველანაირად ეხმარება უკრაინას საკუთარი თავი და სუვერენიტეტი დაიცვას.

ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.

amo "სამარცხვინოა პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები, რომლებიც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს მადლობას ეუბნებიან". ტ ყ უ ილ ი ! აღარ ჭამს ხალხი თქვენ ინტერპრეტაციებს!
2 წლის უკან