გიორგი ვოლსკი: მელია გამოაგდეს პარტიიდან, მისი დაფინანსება არ უნდა კეზერაშვილს, მასთან თანამშრომლობა არ უნდა მერაბიშვილს და არც ზურაბ ადეიშვილს

გიორგი ვოლსკი: მელია გამოაგდეს პარტიიდან, მისი დაფინანსება არ უნდა კეზერაშვილს, მასთან თანამშრომლობა არ უნდა მერაბიშვილს და არც ზურაბ ადეიშვილს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მელია გამოაგდეს პარტიიდან. მისი თქმით, მელიას დაფინანსება არ უნდა კეზერაშვილს. მასთან თანამშრომლობა არ უნდა მერაბიშვილს, არც ზურაბ ადეიშვილს.

„მელია გამოაგდეს პარტიიდან. მისი დაფინანსება არ უნდა კეზერაშვილს. მასთან თანამშრომლობა არ უნდა მერაბიშვილს, არც ზურაბ ადეიშვილს. ერთი ფრთაც და მეორეც, „ინტელექტუალური“ ხაბეიშვილიც და მელიას ფრთაც ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, თუ ვის გააჩნია მეტი რესურსი, რომ დაანგრიოს ეს ქვეყანა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარტიის მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. როგორც მელიამ აღნიშნა, პარტია იმართება არაფორმალურად და ეს არის ძირეული პრობლემა.