გია ცაგარეიშვილი: საუბარი იყო სააკაშვილის უფლებების შელახვაზე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამაც წერტილი დაუსვა ამგვარ სპეკულაციებს

გია ცაგარეიშვილი: საუბარი იყო სააკაშვილის უფლებების შელახვაზე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამაც წერტილი დაუსვა ამგვარ სპეკულაციებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„საუბარი იყო სააკაშვილის უფლებების შელახვაზე, მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე. საუბარი იყო კეზერაშვილზე, როგორც დევნილ მედიამენეჯერზე. ეს ყველაფერი რომ უსაფუძვლოა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამაც წერტილი დაუსვა ამგვარ სპეკულაციებს“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.