დღევანდელი გადაწყვეტილება არსად ასახავს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის უფლებები არ არის დარღვეული. ამის შესახებ განხილვა არ ყოფილა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა.
„დღევანდელი გადაწყვეტილება არსად ასახავს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის უფლებები არ არის დარღვეული. ამის შესახებ განხილვა არ ყოფილა. ასევე არ ყოფილა ადეკვატურობის შეფასება განვლილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არის ჩატარებული. ეს ყველაფერი მოხდება მთავარი საქმის განხილვის დროს“, - აცხადებს ჩალაძე.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.