მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„ეს არის პროცედურული გადაწყვეტილება ე.წ დროებითი ღონისძიების, სარჩელის განხილვამდე.ე.წ. დროებითი ღონისძიება სწორედ ერთ-ერთი ამგვარი მექანიზმი იყო. ამ პროცედურულ საკითხზე ევროსასამართლომ არ დაავალა საქართველოს მთავრობას სააკაშვილის დაუყოვნებლივი გადაყვანა ვარშავაში, მინიმუმ, იქამდე, ვიდრე საჩივრის განხილვა არ დასრულდება“, - აცხადებს შოთა თუთბერიძე.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.