გიული ალასანია: სტრასბურგისგან ვერ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელსაც ველოდით

გიული ალასანია: სტრასბურგისგან ვერ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელსაც ველოდით

სტრასბურგისგან ვერ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელსაც მე პირადად ველოდებოდი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს არის პროცესი. გრძელდება ეს პროცესი, ახლა ჩვენ გადავდივართ მეორე ეტაპზე, როდესაც იქნება უკვე სარჩელის განხილვა და მე იმედი მაქვს, რომ იქნება ბოლოს და ბოლოს ის გადაწყვეტილება, რასაც მარტო ჩვენ კი არა, ელოდება ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი ქვეყანა, ელოდება საქართველოს მოსახლეობა, რაც ყველანაირმა გამოკითხვამ გვაჩვენა“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.