დამთავრდა დრო, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთ ოთახში მიიღებოდა გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა.
„ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მხარს უჭერდნენ არა ლევან ხაბეიშვილს, არამედ სხვა კანდიდატს და ვერ გადალახეს. მე გული მწყდება თითოეულ მათგანზე. თუ რაიმე წინადადება არსებობდა ან მაგალითად არ უნდოდათ არჩევნები, ხომ შეიძლებოდა, რომ ეს წერილობით შემოეტანათ?! დამთავრდა დრო, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთ ოთახში მიიღებოდა გადაწყვეტილებები. ჩემი გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებით, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების საშუალება, რომელიც მათ შორის ორგანიზაციული, თავმჯდომარეების არჩევას უკავშირდება, ექნება ადგილზე ჩვენს ამომრჩეველს“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.