ჰერმან საბო: უნდა შერბილდეს პარტიების დაფინანსების მკაცრი წესები, რომლის ქვეშაც შეუძლებელია პარტიებმა ნორმალურად იარსებონ

ჰერმან საბო: უნდა შერბილდეს პარტიების დაფინანსების მკაცრი წესები, რომლის ქვეშაც შეუძლებელია პარტიებმა ნორმალურად იარსებონ

უნდა შერბილდეს პარტიების დაფინანსების ის ძალიან მკაცრი წესები, რომლის ქვეშაც ფიზიკურად შეუძლებელია პარტიებმა ნორმალურად იარსებონ, განსაკუთრებით იმ პარტიებმა, რომლებიც სახელისუფლებო არ არიან, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

„თუ რამეს აშავებენ ის პარტიები, რომელიც პაპუაშვილმა მოიხსენია, აქამდეც ყველაფერი იცოდა და ახლა უბრალოდ აეღოთ და დაესაჯათ და სასამართლოში გაგვერკვია ვინ რა ცუდი გააკეთა“, - აღნიშნა ჰერმან საბომ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ყალბი ორგანიზაციებისა და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში, მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით.

 

amo საბო ის პარტიები, რომლებიც 5% -იან ბარიერს ვერ გადალახავენ ა რ უ ნ დ ა დ ა ფ ი ნ ა ნ ს დ ე ს ! გეყოფათ, მუქთა პურის ჭამა.
2 წლის უკან