არჩილ თალაკვაძე: ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკანონო ფული არ მოხვდეს ქართულ პოლიტიკაში და ამან არ შეცვალოს ჩვენი საზოგადოებისა და მოქალაქეების რეალური არჩევანი

არჩილ თალაკვაძე: ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკანონო ფული არ მოხვდეს ქართულ პოლიტიკაში და ამან არ შეცვალოს ჩვენი საზოგადოებისა და მოქალაქეების რეალური არჩევანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც „ყალბი ორგანიზაციებისა და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში და მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური ამ საკითხით დაინტერესდეს“.

„აქ პირდაპირ პოლიტიკური კორუფციის ნიშნები იკვეთება. ერთის მხრივ, საუბარია პარტიების დაფინანსებაზე, მეორეს მხრივ, ეს დაფინანსება პარტიების მიერ დეკლარირებული არ არის, რაც თავისთავად ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკანონო ფული არ მოხვდეს ქართულ პოლიტიკაში და ამან არ შეცვალოს ჩვენი საზოგადოებისა და მოქალაქეების რეალური არჩევანი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, ყალბი ორგანიზაციების და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში გამოაშკარავდა ასეთი სქემები „გირჩის“, „დროას“, „ევროპული საქართველოსა“ და სხვა პარტიების შემთხვევაში. პაპუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხით აუდიტის სამსახური დაინტერესდეს.