ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე კითხვები ყველასთან შეიძლება იყოს, ვინც რეალურად რაღაც დოზით პასუხისმგებელია ამ ტრანსნაციონალური დანაშაულის გამომჟღავნებასა და გამოძიებაზე.
„ფაქტი ახლა მხოლოდ ერთია, რომ არსებობს ქოლცენტრები, როგორც ჩანს, ყველა სადარბაზოში, და „ევროჯასთი“ და „ევროპოლი“ ამ საქმეს იძიებენ. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ გავიგოთ ობიექტური გარემოებები, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს კომისია დამატებით ბერკეტს მოგვცემდა“, - განაცხადა დეკანოიძემ.
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას გიორგი გახარია ეხმაურება. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონლაურ მოძრაობას“ აკრიტიკებს და საუბრობს იმაზე, თუ რატომ არ უნდა „ქართულ ოცნებას“ ამ საქმეზე კომისიის შექმნა. გახარიას თქმით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ოპოზიციური პარტიის ლიდერი ევროპელ პენსიონერებს თაღლითურად ფულს ჰპარავს, რომელსაც ოფიციალური პირები ან ხელს აფარებდნენ, ან თვითონაც „თაღლითურად იპარავდნენ“.