რატი იონათამიშვილი გაეროს განვითარების პროგრამის საერთაშორისო და ადგილობრივი მისიების წარმომადგენლებს შეხვდა

რატი იონათამიშვილი გაეროს განვითარების პროგრამის საერთაშორისო და ადგილობრივი მისიების წარმომადგენლებს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი გაეროს ერთობლივი პროგრამის - „არავინ დარჩეს განვითარების მიღმა - პოლიტიკიდან პრაქტიკამდე - საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინკლუზიისთვის" წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პარლამენტსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს.
„გაეროს განვითარების პროგრამის დონორებთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მათ შორის აღსანიშნავია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ახალი კანონი და მათ მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა გავლენის ეფექტებთან დაკავშირებით. გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტების გამოცდილების შედეგები მნიშვნელოვანია შშმ პირებისთვის, რომლებიც ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული იმ პროცესებში, რომლებიც ჩვენ ერთობლივად განვახორციელეთ.
მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობას მაღალ შეფასებას აძლევენ", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

პარლამენტის წევრთან შეხვედრას გაეროს პარტნიორობა შშმ პირთა უფლებებისთვის წარმომადგენელი, ნატალია მატიოლი, შშმ პირთა ინკლუზიის ელჩი ჰელი მიკოლა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ლუის ვალსტრომი და ადამიანის უფლებათა ექსპერტი ზერო აიკოლი დაესწრნენ.