საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დავით არახამიას განცხადებები შეაფასა.
„იმისთვის, რომ ჩვენ დავინახოთ ქართველი ხალხის მიმართ კეთილგანწყობა უკრაინის ხელისუფლების ამ წარმომადგენლების მხრიდან, პირველი ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას არის, რომ საქართველოს გადმოსცენ გია ლორთქიფანიძე, ზურაბ ადეიშვილი და ამის შემდეგ შეიძლება სხვა საკითხებზე საუბარი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ დარწმუნებულია, საქართველოში არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვლება. პარალელურად, არახამია ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსს და ევროპულ მომავალს საქართველოს მთავრობა არ იმსახურებს.