რომან გოცირიძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არც ერთი პარტია არ სჭირდება და თუ მას პარტიები მიეტმასნენ ეს იმას ნიშნავს, რომ მათ პარლამენტში მოხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით უნდათ

რომან გოცირიძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არც ერთი პარტია არ სჭირდება და თუ მას პარტიები მიეტმასნენ ეს იმას ნიშნავს, რომ მათ პარლამენტში მოხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით უნდათ

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანების მსურველები - ეს სინამდვილეში ნიშნავს პარაზიტირებას დიდი პოლიტიკური პარტიით. არც ერთი პარტია არ სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ და თუ მას სხვა პარტიები მიეტმასნენ ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უნდათ პარლამენტში მოხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით, ნაცვლად იმისა, რომ თავად იმუშაონ, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

რომან გოცირიძის შეფასებით, ოპოზიციურმა პარტიებმა, არასამთავრობო სექტორმა და სხვა ახალგაზრდულმა ძალებმა ახლავე უნდა დაიწყონ მსხვილი ჯგუფების ჩამოყალიბება, რათა 5%-იანი ბარიერის დაძლევს შეძლონ.

„ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს თვითმყოფადი. „ნაციონალური მოძრაობა“ ნებისმიერ ვარიანტში გადალახავს 5%-ს მიუხედავად იმისა, რომ მას დაშლა ემუქრება. უფრო მეტი შანსია, რომ ეს პარტია გაიყოს, ვიდრე გადარჩეს, თუმცა პატარა შანსი არის და კარგია, თუ ამ შანსს გამოიყენებენ, თუმცა ამ პარტიის გადარჩენის შანსი გუშინ უფრო მეტი იყო, ვიდრე დღეს. სამწუხაროდ, პროცესები ასე მიდის.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანების მსურველები - ეს სინამდვილეში ნიშნავს პარაზიტირებას დიდი პოლიტიკური პარტიით. არც ერთი პარტია არ სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ და თუ მას სხვა პარტიები მიეტმასნენ ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უნდათ პარლამენტში მოხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით, ნაცვლად იმისა, რომ თავად იმუშაონ. ყველამ უნდა დაივიწყოს ყველაფერი. ძველი ცოდვები ყველას გვაქვს მეტ-ნაკლები ზომით. დღეს მთავარი ცოდვა იქნება ამ ხელისუფლების დატოვება მმართველობაში, პირდაპირ ანტიდასავლური, პრორუსული ხელისუფლების, რომელიც ქვეყანას მიაქანებს სიბნელისაკენ. ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს არ ექნებათ არავითარი პერსპექტივა არც ეკონომიკური კუთხით და არც სხვა კუთხით.

ამიტომ დიდი გაერთიანება, სულ მცირე სამი გაერთიანება და არა მხოლოდ პოლიტიკური, იგივე არასამთავრობო სექტორი, რომლებიც პოზიციონირებენ, ახალგაზრდული ძალები, რომლებსაც შეიძლება რაღაც პოლიტიკური პრეტენზიები გაუჩნდეთ, ანუ ეს უნდა იყოს დიდი სამოქალაქო პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მიზანი იქნება ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკურ სამარეში გადაყვანა, ამიტომ ბევრ რაღაცაზე უნდა დავხუჭოთ თვალი. ახლავე უნდა დაიწყოს მსხვილი ჯგუფების ჩამოყალიბება - „ნაციონალური მოძრაობა“ + სამი დიდი ბლოკი ეს შესაძლებელია, ალბათ, გახდეს 5%-ის დამძლევი“, - განაცხადა გოცირიძემ.