„ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი უკრაინელი პოლიტიკოსის დავით არახამიას განცხადებებს ეხმაურება.
„ფრაქციის ხელმძღვანელი, საკუთარ ქვეყანაში ომი რომ აქვს ასეთი მასშტაბური და სამწუხაროდ, იქ ადამიანები იხოცებიან და ასეთი რთული ვითარებაა, არ უნდა იცლიდეს იმისთვის, რომ ინტრიგით დაკავდეს სხვა ქვეყანაში შიდა პოლიტიკურ პროცესებში [ჩარევით]. ეს ამას მოასწავებს სწორედ, რომ არახამიას იქაც არავინ ეკითხება უკრაინაში სად რა პროცესები მოხდება - არც ომში და არც პოლიტიკაში. ეტყვიან, თქვი საქართველოზე ეს, იტყვის ამას. ეტყვიან, არ ჩახვიდე საქართველოში, არ ჩავა საქართველოში“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
დავით არახამიას თქმით, თუ ნიკა გვარამიას გაათავისუფლებენ, ის პირადად სთხოვს უკრაინის პრეზიდენტს საქართველოში ელჩის დანიშვნას. ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ ერთ-ერთ ქართულ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ საქართველოში ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში. არქახამიას განცხადებით, მოქმედი მთავრობა რუსეთს სულ უფრო და უფრო უახლოვდება, თუმცა ხალხი იმსახურებს ევროპულ მომავალს და არა მთავრობა.