პარტია „ევროპულ სოლიდარობაში“ განაცხადეს, რომ ალექსეი გონჩარენკოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე დასწრების უფლება არ მისცეს

პარტია „ევროპულ სოლიდარობაში“ განაცხადეს, რომ ალექსეი გონჩარენკოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე დასწრების უფლება არ მისცეს

პარტია „ევროპულ სოლიდარობაში“ უკრაინის პარლამენტში პოლიტიკური ზეწოლის შესახებ გააკეთეს განცხადება მას შემდეგ, რაც ალექსეი გონჩარენკოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე დასწრების უფლება არ მისცეს.

„ევროპული სოლიდარობა“ აცხადებს, რომ [უკრაინის] პარლამენტში პოლიტიკური ზეწოლა და ორმაგი სტანდარტების პრაქტიკა არსებობს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივი დელეგაციის წევრს, სახალხო დეპუტატ ალექსეი გონჩარენკოს არ მისცეს უფლება, დასწრებოდა საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს გადაწყვეტილებით, იგი უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი მომხსენებელი.

განსაკუთრებულ ცინიზმს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ უკრაინის პარლამენტის სხვა წარმომადგენლებს მიეცათ შესაბამისი ნებართვა ამ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად“, - განაცხადა პარტიის წევრმა, ირინა გერაშჩენკომ.

ალექსეი გონჩარენკო აღნიშნავს, რომ მას ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელძღვანელი, ანდრეი ერმაკი ებრძვის.

„მე ერმაკმა ჩამკეტა, ჯერ ქვეყნის შიგნით“, - განაცხადა გონჩარენკომ.