„გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს იარაღი საქართველოში დოკუმენტურად წავიდა 3-5 ჯერ უფრო იაფად, ვიდრე მისი ნომინალური ფასი იყო, რამაც დააზარალა ერთის მხრივ უკრაინის ბიუჯეტი, მეორეს მხრივ კი საქართველოში დოკუმენტურად ასჯერ უფრო დიდი ფასით იყო დაფიქსირებული, რათა მაქსიმალური ე.წ. „ატკატი“ დაფიქსირებულიყო, რომელიც იყოფოდა ორ მხარეზე (უკრაინას და საქართველოს შორის)“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ ისაუბრა.
მისი თქმით, 2008 წელს უკრაინაში შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელსაც პრეზიდენტი იუშენკო ლობირებდა და უკრაინელ დეპუტატებს აინტერესებდათ, რა ეტაპზე იყო გამოძიება უკრაინიდან საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის საქმესთან დაკავშირებით.
„ეს კრიმინალური ფინანსური პირამიდა შეიქმნა დანაშაულის გზით (აქ არავის თოხი არ დაუჭერია ხელში და მეცხოველეობის გზით არ იყო დაკავებული). გადავალ საგამოძიებო კომისიაზე, რომელიც 2008 წლის დეკემბერში უკრაინაში უზენაესმა რადამ შექმნა. ეს იყო საგამოძიებო კომისია, რომელსაც უნდა განეხილა უკრაინიდან საქართველოში იარაღის მიწოდების სქემები. ეს იყო ზუსტად იმ მიზნით გაკეთებული, რა მიზნითაც დღეს ცდილობენ ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისია შექმნან, რათა ასე მაინც გამოსტყუონ გამოძიებას, თუ რა მასალები აქვთ და რა საფრთხე ემუქრებათ. ზუსტად იგივე მიზნით 2008 დეკემბერში უკრაინაში 7-კაციანმა სადეპუტატო ჯგუფმა შექმნა ეს კომისია. ამ კრიმინალებს, დამნაშავეებს, რომლებსაც ლობირებდა პრეზიდენტი იუშჩენკო, აინტერესებდათ, რა ეტაპზე იყო გამოძიება. მაშინ მეტწილად საგამოძიებო ორგანოები იმდროინდელი ოპოზიციის ლიდერის იანუკოვიჩის გავლენის ქვეშ იყო.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს იარაღი საქართველოში დოკუმენტურად წავიდა 3-5 ჯერ უფრო იაფად, ვიდრე მისი ნომინალური ფასი იყო, რამაც დააზარალა ერთის მხრივ უკრაინის ბიუჯეტი, მეორეს მხრივ კი საქართველოში დოკუმენტურად ასჯერ უფრო დიდი ფასით იყო დაფიქსირებული, რათა მაქსიმალური ე.წ. „ატკატი“ დაფიქსირებულიყო, რომელიც იყოფოდა ორ მხარეზე (უკრაინას და საქართველოს შორის). ახლა რაც შეეხება ქოლცენტრების საქმეს, კონკრეტულ საქმეებზე სასამართლო პროცესები შედგა, დაუსწრებლად მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა 6-10 წელი. არ გვენდობიან, როდესაც ვამბობთ, რომ ეს ადამიანი არის კრიმინალი სხვა საქმესთან დაკავშირებით და ის უნდა იჯდეს ციხეში. ისინი არ ენდობიან ჩვენს გამოძიებას, სასამართლო სისტემას, მაგრამ ახლა იგივე ადამიანებს დასდევენ, ამ ქოლცენტრებზე და ევროპაში არსებულ ფაქტებზე, სადაც ძირითადი მხარე ევროპელები არიან. ჩვენი გამოძიება (მეც არ ვარ პროფესიონალი) დამხმარე მხარედ მიმაჩნია ამ საქმეში, რომელიც თანამშრომლობდა და ითანამშრომლებს იგივე გერმანელ თუ ბრიტანელ კოლეგებთან. მთავარი საქმე არის იქ, ჩვენ რა გავაკეთოთ? ყაზახეთში თუ არ ვცდები 146 ქოლცენტრი დაიხურა, მაგრამ იურიდიული მხარე არ ვიცით რა გზაზე დგანან, რა მტკიცებულებები სჭირდებათ ჩვენგან. დარწმუნებულები იყვნენ, რომ ქართული მხარე მათთან აუცილებლად ითანამშრომლებს, მაგრამ ამისთვის საქართველოში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა აბსოლუტურად ფუჭი საქმეა“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.