ირაკლი ქადაგიშვილი: არახამიასა და იმ პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილის გზავნილები, ვინც უკრაინაში გარკვეულ ძალას წარმოადგენს, არახალია. ეს არის მუდმივად პროვოკაციული განცხადებები საქართველოსა და ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ

ირაკლი ქადაგიშვილი: არახამიასა და იმ პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილის გზავნილები, ვინც უკრაინაში გარკვეულ ძალას წარმოადგენს, არახალია. ეს არის მუდმივად პროვოკაციული განცხადებები საქართველოსა და ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ

დავით არახამიასა და იმ პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილის გზავნილები, ვინც ახლა უკრაინაში გარკვეულ ძალას წარმოადგენს, არახალია. ეს არის მუდმივად პროვოკაციული განცხადებები საქართველოსა და ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც მათი მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობების განუწყვეტელი დაზიანების მცდელობაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი ძალა მაქსიმალური თავშეკავებით პასუხობს მათ პროვოკაციულ განცხადებებს.

„უკრაინას სულ სხვა პრობლემები აქვს და კარგი იქნებოდა, ამ პრობლემებთან დაკავშირებით ყოფილიყო მეტი კონცენტრაცია და არა კიდევ ერთხელ საქართველოს პროვოკაციულად ჩათრევა უკრაინასთან გარკვეულ ქიშპობაში. ეს არ შედის საქართველოსა და უკრაინის ინტერესებში, მაგრამ რატომღაც შედის ამ პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებში, რომელთაც რატომღაც ეგონათ, რომ სააკაშვილი აქ უნდა ჩამოსულიყო და მოეწყო სახელმწიფო გადატრიალება და ეს უნდა გამხდარიყო შემდგომ სააკაშვილის ხელისუფლების მორიგი ავანტიურა რუსეთთან მიმართებაში და დიდი საერთო ფრონტი უნდა შეეკრათ. საქართველო კვლავ განწირული უნდა ყოფილიყო ამ მძიმე სცენარით. აქედან გამომდინარე, როგორც იტყვიან, ახალი არაფერია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მხოლოდ იმ ვიწრო სეგმენტს აინტერესებს მისი ეს გზავნილები, ვინც უკიდურესი რადიკალიზმით არის გამორჩეული, მათ შორის საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.