BBC-ის ჟურნალისტური კვლევის შედეგად მიაგნეს, დაადასტურეს და „მისტერ ოფშორს“ ეძახიან ბატონ კეზერაშვილს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„ახლა კეზერაშვილს აინტერესებს მის წინააღმდეგ რა მტკიცებულებები და რა დოკუმენტაცია არის. მან მისცა დავალება ამ რადიკალებს, ვისაც აფინანსებს, რომ იქნებ შეექმნათ კომისია და წინსწრებად შეესწავლათ, რა არის მის წინააღმდეგ. ჩვენ ვთქვით, რომ ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
აღმაშენებლის 75 ნომერში სავარაუდო დანაშაულებრივ ქოლცენტრზე ინფორმაცია „ქრონიკამ“ მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაავრცელა. კერძოდ, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ შენობის 25%-იანი წილის მფლობელი არის გიორგი ვაშაძის ძმა, დავით ვაშაძე, თავად ფართი კი გაქირავებულია მიხეილ არახამიაზე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი პოლიტიკოსის, დავით არახამიას ძმაა.