ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიციონერებისგან, რომელთა მთავარი დამფინანსებელი დავით კეზერაშვილია, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ე.წ. ქოლცენტრები ჰქონდეთ

ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიციონერებისგან, რომელთა მთავარი დამფინანსებელი დავით კეზერაშვილია, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ე.წ. ქოლცენტრები ჰქონდეთ

ოპოზიციონერებისგან, რომელთა მთავარი დამფინანსებელი დავით კეზერაშვილია, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ე.წ. ქოლცენტრები ჰქონდეთ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ზოგადად, ოპოზიციას სახელი გატეხილი აქვს საქართველოში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათი მთავარი დამფინანსებელია დავით კეზერაშვილი, რომელიც ამით არის ცნობილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სხვა ოპოზიციონერებსაც ასეთი ქოლცენტრები ჰქონდეთ, რადგან მათ არ აქვთ არანაირი შემაფერხებელი და მორალური მუხრუჭი ამ მიმართულებით“, - აცხადებს სამხარაძე.