საერთაშორისოდ აღიარებულ ბრიტანელ შემსრულებელს ჟურნალისტებთან 2016 წლის შემდეგ არ უსაუბრია, თუმცა ამჯერად დუმილი დაარღვია და განქორწინების შემდეგ განვლილ ურთულეს პერიოდზე, ჯანმრთელობის პრობლემებზე, წონის კლებასა და არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობაზე გულახდილად ისაუბრა.
“მინდა, წლების შემდეგ, როდესაც ჩემი შვილი 20 ან 30 წლის იქნება, ამ ჩანაწერების საშუალებით მიხვდეს თუ რატომ ვარჩიე ჩემი ბედნიერება და რატომ შევუშალე ხელი მის მთლიან ცხოვრებას. ხშირად, როდესაც ამ საკითხზე ვფიქრდები, თავს უბედურად ვგრძნობ, ეს პროცესი ჭრილობას ჰგავს, რომელიც არ იცი ოდესმე მოშუშდება თუ არა.”
„განქორწინების შემდგომი პერიოდი არამხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი შვილისთვის ძალიან რთული იყო. მას უჩნდებოდა შეკითხვები, ძალიან კარგი, საფუძვლიანი და ამავდროულად უმანკო შეკითხვები, რომლებზეც პასუხებს ვერ ვპოულობდი. ერთხელ მოვიდა ჩემთან და მკითხა “რატომ არ შეგვიძლია კვლავ ერთად ცხოვრება?” მე კი არ ვიცოდი მისთვის რა მეპასუხა. თითქოს თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რომ მის ბედნიერებას ვამჯობინე საკუთარი ბედნიერება.”
როგორ ისწავლა ვარსკვლავმა საკუთარი თავის სიყვარული და აღმოაჩინა, რომ პრობლემებისგან გაქცევის ნაცვლად მათთან ერთად ცხოვრება უნდა ესწავლა
„მაწუხებდა შფოთვა და მღელვარება, მწუხარება იმდენად ძლიერი იყო, რომ ზოგჯერ მავიწყდებოდა ჩემს შვილს გაქორწინების შესახებ რას ვეუბნებოდი და რას არა. ძალიან რთულია აუხსნა პატარა ბავშვს თუ რატომ ვწყვეტთ ერთად ცხოვრებას, ის მაინც ვერ ხვდებოდა მის გარშემო რა ხდებოდა.”
“დავდიოდი ფსიქოლოგიურ თერაპიებზე და ვცდილობდი გავქცეოდი მღელვარებას. გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ როდესაც გინდა დაბრკოლებებს გაექცე, სიტუაცია უფრო და უფრო უარესდება. ამიტომაც ვცდილობ, ყოველთვის ისე მივიღო გადაწყვეტილებები, რომ არსებულ პრობლემებს არ გავექცე და მათთან ერთად ცხოვრება ვისწავლო. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად “იდეალური ცხოვრება” გაქთ, პატარა პრობლემები მაინც ყველას გვექნება.”
“განქორწინების შემდეგ ჩემი მოთხოვნილებები ძალიან შეიცვალა. ზუსტად ვიცი რა მინდა და რა არა. აღარ მსურს დავამთავრო ურთიერთობები ისე, როგორც ჩემს გარშემო არსებული ადამინები ასრულებენ. ვერ ვიტყვი რომ უბედური ვარ, მაგრამ აუცილებლად ვიქნებოდი, საკუთარი თავი პირველ ადგილზე რომ არ დამეყენებინა.”
არსებობს თუ არა საქვეყნოდ ცნობილი „ადელის დიეტა"
“ძალიან მეშინოდა… ხალხი ყველგან იყო, ისინი ცდილობდნენ ჩემი ყველა ნაბიჯის გაკონტროლებას, თხზავდნენ ისტორიებს, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამ ყველაფრის ატანა ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. მრცხვენოდა, როდესაც ვაანალიზებდი, რომ რაღაცის გაკეთება არ შემეძლო. საზოგადოებაში არსებობს არანორმალური წესები, რომლებითაც განქორწინებულ ქალებს აფასებენ, მაგრამ მე განსხვავებული ადამიანი ვარ.”
“ზოგჯერ მეცინება, იმდენი ისტორია იწერებოდა ჩემზე, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. ადამიანები ჩნდებოდნენ ვიდეოებში და ამბობდნენ, რომ ისინი ჩემი მწვრთნელები იყვნენ, ძალიან ვხალისობდი, რადგან ამ ადამიანებს არც კი ვიცნობდი. ყოველდღიურად იწერება ათასნაირი დიეტა, რომელსაც ამბობენ, რომ მე ვიცავდი. სიმართლე მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ვჭამ იმაზე მეტს ვიდრე აქამდე ვჭამდი, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ აქამდე არასდროს ვვარჯიშობდი.”
“ინტერნეტში რომ ჩაწეროთ “ადელის დიეტა” ძალიან ბევრ სტატიას ამოგიგდებთ, რაც ყველაზე მთავარია, ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. ადამიანები ყოველდღიურად განიხილავდნენ ჩემს ფიგურას და ცდილობდნენ ჩემი “საიდუმლო წესები” აღმოეჩინათ. ბევრმა ადამინმა არ იცი ის, რომ მე ვარჯიში წონაში დასაკლებად არ დამიწყია, ვარჯიში დავიწყე იმიტომ, რომ ეს პროცესი საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში მეხმარებოდა. მიზანი მხოლოდ “იდეალური ფიგურა” არასდროს ყოფილა, მე მხოლოდ ძლიერ და ჩამოყალიბებულ ადამიანად მინდოდა ქცევა.”
ადელის დამოკიდებულება სოციალური ქსელების მიმართ – რატომ არ უზიარებს ვარსკვლავი საზოგადოებას ყოველდღიურ ცხოვრებას
“კვირაში რამდენჯერმე ვვარჯიშობდი. ყოველდღიურად ვსეირნობდი და კარდიოს ვარჯიშებს ვაკეთებდი, რადგან იმ პერიოდში ძირითადად დაუსაქმებელი ვიყავი. ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ეს მდიდარი ადამიანების ცხოვრების წესია და სხვა პრობლემა ჩვენთვის არ არსებობს, მაგრამ ეს ასე არ არის, განვლილი წლები ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო.”
“სხვაგვარად უბრალოდ არ შემეძლო, მჭირდებოდა საქმიანობა, რომლითაც დავკავდებოდი და რომელზეც ყურადღებას გავამახვილებდი. შემეძლო ქსოვა დამეწყო, მაგრამ არ დავიწყე. ასე, უბრალოდ, ვარჯიში გადავწყვიტე. ხალხი შოკირებული იყო, ვერ იჯერებდნენ, რომ მათ “ჩემი მოგზაურობა” არ გავუზიარე.”
“საზოგადოება მიჯაჭვულია სოციალურ ქსელებს, ისინი მიჩვეულები არიან ვარსკვლავებს, რომლებიც მათ ნებისმიერ წვრილმანს ინსტაგრამის საშუალებით უაზიარებენ. ჩემს ადგილას ბევრი ადამიანი ნახავდა ამ პროცესით სარგებელს, მაგრამ მე ეს არ მოვინდომე. ვარჯიში მხოლოდ ჩემი კეთილდღეობისთვის დავიწყე და თავს საერთოდ არ ვთვლი ვალდებულად ვინმეს “ჩემი მოგზაურობის” დელატები გავუზიარო.”
არ აქვს მნიშნელობა ხართ თუ არა ჭარბწონიანი, ყველა ქალს შეუძლია „სხეულის პოზიტიურობის“ პოპულარიზაცია
“ხალხი ჩემი სხეულის შესახებ 12 წლის განმავლობაში საუბრობდა. ჯერ კიდევ მაშინ ინტერესდებოდნენ ჩემი ფიგურით, სანამ ვარჯიშს დავიწყები და წონაში დავიკლებდი. ახლა ამ ყველაფერს მნიშვნელობა აღარ აქვს, უბრალოდ აღარ მაინტერესებს. ჩემი აზრით, არ არის აუცილებელი იყო ჭარბწონიანი, რომ სხეულის პოზიტიურობის მხარდამჭერი და გამავრცელებელი იყო. ნებისმიერი ფორმისა და ზომის ადამიანს შეიძლია იყოს Body Positivity-ის მომხრე.”
რატომ არ უყვარს პოპვარსკვლავს პრესასთან ურთიერთობა
“პრესას აქვს ინფორმაცია ჩემი ყველა ურთიერთობის შესახებ, რაც სრულიად არასწორია. მე დავქორწინდი, როდესაც 30 წლის ვიყავი. დეტალურად არაფერს მოვყვები ჩემი შვილის მამის შესახებ, მაგრამ მე მას ყოველთვის დავუძახებ მეუღლეს, იმიტომ, რომ მასთან საერთო შვილი მყავს. პრესამ არასდროს არაფერი არ იცის, მათ ნორმალურად ჩემი შვილის სახელიც კი არ იციან, არც ასაკი, საერთოდ არაფერი. მომწონს ის ფაქტი, რომ უპირატესობა მე მაქვს, ასე მირჩევნია.
ადელისთვის პრიორიტეტი ყოველთვის საკუთარი შვილია
“დაშორების შემდეგ თითქოს ჩემი ცხოვრება დაინგრა, ისე რომ ამის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშანი არც კი მომიღია… გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ ამბავს საიდუმლოდ ვინახავდით, რადგან პირველ რიგში უნდა გვეფიქრა შვილზე, თუ როგორ გვეთქვა მისთვის ზედმეტი გართულებების გარეშე ეს ყველაფერი. „
„ოჯახზე ცუდს არასდროს ვამბობთ და არც რამეს ვაბრალებთ ერთმანეთს. ჩემი ცუდად ყოფნის მიზეზი მხოლოდ ჩემივე მდგომარეობა იყო. რა თქმა უნდა, მას ცუდი არაფერი არ გაუკეთებია, უბრალოდ ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც ვერაფერს ვეღარ ხვდები, გიტევს შფოთვა, დეპრესია და მღელვარება. ერთადერთი, რაზეც ნორმალურად ვფიქრობდი და რაც ახლაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ეს ჩემი შვილია.“