Met Gala 2023-ზე მისული გიგანტური ფისო ჯარედ ლეტო აღმოჩნდა

Met Gala 2023-ზე მისული გიგანტური ფისო ჯარედ ლეტო აღმოჩნდა

ცოტა ხნის წინ მეთ გალა 2023 ნიუ იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში საზეიმოდ გაიხსნა. წლევანდელი მეთ გალა თანამედროვე მოდის ინდუსტრიის ლეგენდას, დიზაინერ კარლ ლაგერფელდს მიეძღვნა. "კარლის პატივსაცემად", — სწორედ ასე ერქვა წლევანდელი მეთ გალას თემას.

მეთ გალას წითელ ხალიჩაზე წელს გიგანტური ფისო გამოჩნდა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ის ჯარედ ლეტო ყოფილა. ჯარედ ლეტო წლევანდელი მეთ გალასთვის კარლ ლაგერფელდის კატის, შუპეტის, კოსტიუმში გამოეწყო. როცა ჯარედ ლეტო წითელ ხალიჩაზე ბეწვში გახვეული გამოჩნდა, კოსტიუმი სახესაც უფარავდა და ყველა დაინტერესდა, ვინ იყო სინამდვილეში შუპეტის კოსტიუმში გამოწყობილი სტუმარი.

ცნობისთვის, კარლ ლაგერფელდის კატა შუპეტი ჯარედ ლეტოზე ნაკლებად პოპულარული სულაც არ არის. შუპეტი დაჯილდოებებზე ხშირად ჩნდება და კერძო თვითმფრინავებითაც მგზავრობს. ჯარედ ლეტოს კი შუპეტის კოსტიუმის მორგებით საზოგადოების ყურადღების მიპყრობა არ გასჭირვებია.