სამხრეთ კორეაში სტუდენტმა შეჭამა ბანანი, რომელიც ექსპოზიციის ნაწილი იყო, რადგან საუზმე გამოტოვა და მოშივდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია იტალიელი არტისტის მაურიციო კატელანის ინსტალაციაზე, სახელწოდებით „კომიკოსი“. ის სეულის ერთ-ერთ მუზეუმშია გამოფენილი და კედელზე წებოვანი ლენტით მიკრულ ბანანს წარმოადგენს.
მას შემდეგ რაც მშიერმა სტუდენტმა ნო ჰიუნმა ხილი შეჭამა, მან ბანანის ქერქი კედელზე უკან მიაკრა. რამდენიმე წუთში მუზეუმის თანამშრომლებმა დაზიანებული ექსპონატი ახლით ჩაანაცვლეს და ინციდენტი ამოიწურა. მოგვიანებით ჰიუნმა მედიას განუმარტა, რომ კატელანის ნამუშევარი აღიქვა როგორც ამბოხება გარკვეული ძალაუფლების წინააღმდეგ.
„ხელოვნების ნიმუშის დაზიანებაც შეიძლება აღვიქვათ როგორც ხელოვნების ნიმუში. ვიფიქრე, რომ ეს საინტერესო იქნებოდა. იქნებ ბანანი კედელზე იმიტომ მიაწებეს, რომ ვინმემ შეჭამოს?“ - თქვა სტუდენტმა.
თავად კატელანმა კი აღნიშნა, რომ ინციდენტი მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მით უმეტეს, რომ მის კარიერაში ეს პირველად არ მომხდარა. 2019 წელს მაიამიში გამოფენილი „კომიკოსიდ“ შემადგენილი ბანანი ქართველმა არტისტმა დეივიდ დათუნამ შეჭამა.