ბუკინგემის სასახლემ მეფე ჩარლზ მესამის კორონაციის ბოლო დეტალები გაასაჯაროვა

ბუკინგემის სასახლემ მეფე ჩარლზ მესამის კორონაციის ბოლო დეტალები გაასაჯაროვა

ბუკინგემის სასახლემ მეფე ჩარლზ მესამის კორონაციის ბოლო დეტალები გაასაჯაროვა. მეფედ კურთხევის ცერემონიაზე ისტორიულ სკამებს გამოიყენებენ, რომელთა რესტავრაციაც უკვე სრულდება. მათ შორისაა წმინდა ედუარდის ისტორიული სავარძელი, რომელიც ედუარდ მეორის მეფედ კურთხევისთვის 1308 წელს დამზადდა. ასევე სავარძელი, რომელიც დედოფალ ელისაბედ მეორის კორონაციისთვის 1953 წელს შეიქმნა.

მეფედ კურთხევის ცერემონიისთვის ლონდონის უესტმინსტერის სააბატოში ისტორიული ქვა ჩამოიტანეს, რომელზეც საუკუნეების განმავლობაში იმართებოდა კორონაცია. „ბედის ქვა“ - ასე უწოდებენ ლოდს, რომელიც მონარქიის წმინდა სიმბოლოდ მიიჩნევა. დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამის კორონაციამდე კვირაზე ნაკლები რჩება. ცერემონია 6 მაისს გაიმართება.