პრინცი ჰარი აშშ-ში ჩარლზ მესამის კორონაციის დასრულებიდან 2 საათში გაემგზავრება. ამის შესახებ Daily Mail-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პრინცი ლოს-ანჯელესში დაბრუნებას თავისი ვაჟის, არჩის გამო ჩქარობს, რადგან კორონაციის დღე ბიჭის მეოთხე დაბადების დღეს ემთხვევა. მედიის ცნობით, სასექსის ჰერცოგი სამშობლოში მხოლოდ 24 საათს გაატარებს, შესაბამისად ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის დრო პრაქტიკულად არ დარჩება. ჰარი სამეფო ოჯახის წევრებს დედოფალ ელისაბედის დაკრძალვის შემდეგ პირველად შეხვდება.
ჩარლზ მესამის კორონაციის ცერემონია 6 მაისს, უესტმინსტერის სააბატოში გაიმართება, საზეიმო ღონისძიებები კი 8 მაისამდე გაგრძელდება.