მიჩიგანში 13 წლის ბიჭმა 60-ზე მეტი მოსწავლე გადაარჩინა, მას შემდეგ რაც სასკოლო ავტობუსის მძღოლმა საჭესთან გონება დაკარგა

მიჩიგანში 13 წლის ბიჭმა 60-ზე მეტი მოსწავლე გადაარჩინა, მას შემდეგ რაც სასკოლო ავტობუსის მძღოლმა საჭესთან გონება დაკარგა

მიჩიგანში 13 წლის ბიჭმა 60-ზე მეტი მოსწავლე გადაარჩინა, მას შემდეგ რაც სასკოლო ავტობუსის მძღოლმა გზაზე გონება დაკარგა. BBC-ის ცნობით, შემთხვევა მიჩიგანის შტატის ქალაქ უორენში მოხდა, პატარა გმირი კი 13 წლის დილონ რივსია.

მოსწავლეები სკოლიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც ავტობუსის მძღოლმა გონება დაკარგა. ინციდენტის ამსახველ ვიდეოზე ჩანს, როგორ ატყობინებს მძღოლი ადმინისტრაციას იმის შესახებ, რომ თავს ცუდად გრძნობს. ამის შემდეგ მალევე ის გონებას კარგავს, ავტობუსში კი მოსწავლეების ყვირილის ხმა ისმის.

სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, დილონ რივსმა მიირბინა ავტობუსის წინა ნაწილში, დაინახა უგონოდ მყოფი მძღოლი და ავტობუსი გააჩერა. ამის შემდეგ დილონმა სხვა მოსწავლეებს სასწრაფო დახმარების გამოძახება სთხოვა.

მძღოლის მიერ გონების დაკარგვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.