Met Gala ყველაზე პოპულარული, ექსტრავაგანტული და გახმაურებული მოვლენაა მოდის ინდუსტრიაში, რომელიც ყოველწლიურად, 1937 წლიდან მოყოლებული, არებული ტრადიციების დაცვით, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტის დახმარებით, მაისის ირველ ორშაბათს იმართება.
ღონისძიების პარალელურად, მიწვეულ სტუმრებს აქვთ ეგრეთწოდებული “დრესკოდი”, წინასწარ შერჩეული თემა, რომლის მიხედვითაც მათი წითელი ხალიჩის გლამურული სამოსი თვეებით ადრე იქმნება.
2023 წლის მეტ გალას თემა გახლავთ Karl Lagerfeld: A Line of Beauty.
წლევანდელი ღონისძიების თანაორგანიზატორები კი იქნებიან: დუა ლიპა, პენელოპა კრუზი, მაიკლ ქორლი და როჯერ ფედერერი. ანა ვინტურს წლევანდელ “მეტ გალაზე” სწორედ ისინი დაეხმარებიან.
”მეტ გალას” ღონისძიებას, როგორც ყოველთვის, სპეციალურად შერჩეული სტუმრები ესწრებიან. წელს კი პირველად, ღონისძიებაზე პერის ჰილტონს ვიხილავთ.