ალასკის შტატში კინოთეატრს ცნობისმოყვარე ცხენ-ირემი ესტუმრა და პოპკორნი მიირთვა

ალასკის შტატში კინოთეატრს ცნობისმოყვარე ცხენ-ირემი ესტუმრა და პოპკორნი მიირთვა

ალასკის შტატში, ქალაქ კენაიში, კინოთეატრში ცნობისმოყვარე ცხენ-ირემი შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ცხენ-ირემმა ჰოლში ჯერ ნაგვის ყუთი დაათვალიერა, შემდეგ კი მაგიდაზე დადებული სასუსნავი შეჭამა.

კინოთეატრის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებმა სოციალური ქსელი მალევე მოიცვა.

ბოლო თვის განმავლობაში, შტატში ეს ცხენ-ირმის შენობების სტუმრობის მეორე შემთხვევაა. თავდაპირველად, ცხოველი ანკორაჯის სამედიცინო ცენტრში შევიდა.