ინგლისში მეფე ჩარლზის შოკოლადის ქანდაკება დაამზადეს

ინგლისში მეფე ჩარლზის შოკოლადის ქანდაკება დაამზადეს

ინგლისში ჩარლზ მესამის კორონაციის აღსანიშნავად მეფის შოკოლადის ბიუსტი დაამზადებს. ამის შესახებ СNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, ქანდაკება 23 კილოგრამს იწონის და ის ბრენდმა Celebrations წარადგინა. პროექტს შოკოლატიე ჯენიფერ ლინდსი-კლარკი ხელმძღვანელობდა. მის გუნდს ქანდაკების მოსამზადებლად 130 საათი დასჭირდა. სპეციალისტებმა ამისთვის 17 ლიტრი მდნარი შოკოლადი გამოიყენეს.

შოკოლადის ბიუსტი ინგლისის ქალაქ სლოში, Celebrations-ის ერთ-ერთი ბრენდის, Mars-ის სათავო ოფისში გამოიფინება. მეფე ჩარლზის კორონაცია 6 მაისს, ლონდონში გაიმართება.