დენიელ რედკლიფი მამა გახდა

დენიელ რედკლიფი მამა გახდა

„ჰარი პოტერის“ ვარსკვლავი დენიელ რედკლიფი და მისი პარტნიორი, მსახიობი ერინ დარკი მშობლები გახდნენ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბავშვის დაბადების ფაქტი რედკლიფის პუბლიცისტმა დაადასტურა. წყვილისთვის ეს პირველი შვილია. ბავშვის სქესისა და სახელის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 33 წლის რედკლიფი და 38 წლის დარკი უკვე 10 წელია ერთად არიან. მათ ერთმანეთი 2012 წელს, დრამის „დახოცე შენი ძვირფასები“ გადასაღებ მოედანზე გაიცნეს.

ინფორმაცია დარკის ორსულობის შესახებ მარტში გავრცელდა.

რედკლიფმა სახელი 12 წლის ასაკში გაითქვა, როდესაც 2001 წელს ფილმში „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ პატარა ჯადოქრის, ჰარი პოტერის როლი შეასრულა.