არაბთა გაერთიანებული საამიროების კოსმოსურმა აპარატმა, Al Amal-მა მარსის თანამგზავრის, დეიმოსის დეტალური ფოტო გადაიღო. ფოტო 100 კილომეტრის მანძილიდან არის გადაღებული.
ფოტოების შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა უარყვეს თეორია იმის შესახებ, რომ დეიმოსი არის ასტეროიდი, რომელიც მარსის მიზიდულობის ძალამ მიიზიდა. ისევე, როგორც მარსის მეორე თანამგზავრი - ფობოსი, დეიმოსიც პლანეტასთან ერთდროულად წარმოიქმნა.
პირველად დეიმოსის ფოტოები NASA-ს კოსმოსურმა აპარატმა, „ვიკინგ 2“-მა 1977 წელს გადაიღო.