პორტოფინოში ტურისტებს სელფის ხანგრძლივი გადაღების გამო დააჯარიმებენ 

პორტოფინოში ტურისტებს სელფის ხანგრძლივი გადაღების გამო დააჯარიმებენ 

იტალიის საკურორტო ქალაქ პორტოფინოში ტურისტებს სელფის ხანგრძლივი გადაღების გამო დააჯარიმებენ. Forbes-ის ინფორმაციით, აკრძალვა საკურორტო ქალაქის ორ ლოკაციას შეეხება, ჯარიმის ოდენობა კი 275 ევრო იქნება.

ამ მეთოდით საქალაქო სამსახურები „ფეხით მოსიარულეთა საცობებთან“ ბრძოლას გეგმავენ. პორტოფინოში 500-მდე ადამიანი ცხოვრობს, თუმცა, ზაფხულობით ქალაქში ათასობით ტურისტი ჩადის.

აკრძალვები გავრცელდება „ლოკაციებზე მოცდის გარეშე“, სადაც ტურისტების ჯგუფების გარდა საკრუიზო ლაინერების მგზავრებიც გროვდებიან. აკრძალვები დილიდან 18:00 საათამდე, მთელი ზაფხულის განმავლობაში იმოქმედებს.