გიორგი ვოლსკი „ქოლცენტრების“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ოპოზიცია ცდილობს პროცესს გაემიჯნოს და ისრები ხელისუფლებისკენ გადმოწიონ

გიორგი ვოლსკი „ქოლცენტრების“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ოპოზიცია ცდილობს პროცესს გაემიჯნოს და ისრები ხელისუფლებისკენ გადმოწიონ

გიორგი ვოლსკის თქმით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, ოპოზიცია ცდილობს პროცესს გაემიჯნოს და თემა ხელისუფლებას დაუკავშიროს. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ რადიკალური ოპოზიციის ფრთა ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

„ასეთი უნიათო გაერთიანება ამასთან დაკავშირებით ახალს არაფერს იძლევა გარდა იმისა, რომ ადამიანები ცდილობენ გაემიჯნონ ამ სიბინძურეს და ისრები ხელისუფლებისკენ გადმოწიონ. რადიკალური ოპოზიციის ფრთა მართლაც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეს შეისწავლის.